10:08 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 19:07:35, 623 ნახვა

ეკონომიკა
EBRD -მა და „საქართველოს ბანკმა“ 24 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელს

Adjara Group  Hospitality-მ, ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკმა და საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერეს 24 მლნ აშშ დოლარის  ოდენობის სესხის ხელშეკრულებას საქართველოში  5 ვარსკვლავიანი  უმაღლესი კლასის  სასტუმრო interContinetali-ის პროექტის დაფინანსების მიზნით, რომელიც წარმოადგენს InterContinental  Hotels Group (IHG)-ის წამყვან  ბრენდს. ეს არის პირველი Manchise (ფრენჩაიზისა და  მენეჯმენტის ნაზავი) პროექტი, რომელსაც Adjara Group  Hospitality-იმ 2014 წლის მარტში  IHG-სთან დადებული ხელშეკრულების ხელმოწერისას  ჩაუყარა საფუძველი. პროექტი IHG-ის მხრიდან 3 წლიან მენეჯმენტს ითვალისწინებს, რასაც მოყვება ფრენჩაიზის შეთანხმება და მენეჯმენტის უფლება სრულად გადაეცემა Adjara Group  Hospitality-ის.
 სასტუმრო InterContinental Tbilisi განთავსდება თბილისის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩის #14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში, საერთო ფართით 27, 000 კვ.მ. და 259 სასტუმრო  ოთახით. სასტუმროში  ასევე განთავსდება: აპარტამენტები, მათ შორის  საპრეზიდენტო, დახურული და ღია აუზები, საერთაშორისო  ბრენდის  სპა, რესტორანი, ქლაბ ლაუნჯი, საბანკეტო სივრცე, საგამოფენო სივრცე და ოთხი საკონფერენციო დარბაზი. ინტერიერის დიზაინის შემუშავებაზე მუშაობს კომპანია Jestico+Whiles.
Adjara Group  Hospitality-ი საქართველოში ყველაზე დიდი, სწრაფად მზარდი კომპანიაა ტურიზმისა და სასტურმოების მენეჯმენტის სფეროში, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს: Holiday Inn Tbilisi, Rooms Tbilisi და Rooms Kazbegi, ასევე სამომავლო პროექტს Crowne Plaza ბათუმში.
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  ქვეყანაში პირველმა დაიწყო სასტუმროების  სექტორის დაფინანსება. 2014 წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობისთ, სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 132.1 მლნ ლარი შეადგინა.
ხსენებული პროექტის საერთო ღირებულება კი,  53 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მას Adjara Group  Hospitality-სთან ერთად, EBRD და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ. მიმდინარე ეტაპზე  მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დასაქმდება 350-მდე თანამშრომელი. სასტუმრო InterContinental Tbilisi-ის  გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: Adjara Group  Hospitality-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია, EBRD-ის დირექტორი  კავკასიაში, მოლდავეთსა და  ბელარუსიაში ბრუნო ბალვანერა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე  კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში სულხან გვალია, InterContinental  Hotels Group--ის წარმომადგენელი- ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი  განვითარების მიმართულებით რუსეთში, დსთ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში არონ ლიბინსონი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics