16:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 09:25:35, 322 ნახვა

საზოგადოება
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 52-ე შეხვედრას დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი საკითხი იქნა განხილული. საუბარი დავით ბაშარულის ცხედრის ექპერტიზასა და მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს შეეხო.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი საგაზაფხულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უსაფრთხო დამუშავების საკითხს, ასევე ცხინვალის ციხეში და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შეეხო.

ამასთან საუბარი ასევე გორის რაიონის სოფლების ქერე-კოშკას მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით წარიმართა.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 53-ე შეხვედრა 25 მარტს გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics