13:53 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 09:31:29, 335 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ღია კარის დღე გამართეს, რომელშიც მონაწილეობა სამართლის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა მიიღეს.

აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა შეხვდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ღია კარის დღის მიზანს შსს-ს აკადემიის სამართლის საბაკალავრო პროგრამით აბიტურიენტების დაინტერესება და აკადემიაზე არჩევანის გაკეთება წარმოადგენდა.

აღნიშნული პროგრამა შსს-ს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და მას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას და სტუდენტებისათვის აღნიშნული სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე მოიცავს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს, რაც მას უნიკალურს ხდის განათლების ბაზარზე.

როგორც აბიტურიენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, შსს-ს აკადემიის კურსდამთავრებული იქნება დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, მაღალი სამართლებრივი შეგნების მქონე, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics