09:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 12:32:44, 324 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებამ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის და საბერძნეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურები წარადგინა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

როგორც დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ალექსანდრე მაისურაძე არის კარიერული დიპლომატი და მან თავისი კარიერა 1998 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და მთელი მისი საქმიანობა ცენტრალურ აპარატში დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან.

„2008-2012 წლებში ალექსანდრე მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, 2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე ალექსანდრე მაისურაძე მუშაობს ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ალექსანდრე მაისურაძე, როგორც ქართულ დიპლომატიაში, ასევე ექსპერტულ წრეებში ცნობილია, როგორც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა ალიანსში, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ძალიან ნაყოფიერი იქნება. იოსებ ნანობაშვილს აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით და სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ აპარატში სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტში. საბერძნეთი გახლავთ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო. ჩვენ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა მრავალი პრიორიტეტული მიმართულებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ელჩი კიდევ უფრო გააქტიურებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა კერესელიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ჩუმად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics