07:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 14:30:36, 526 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლის“ გუნდის წევრი სანდრო თავართქილაძე “წლის საუკეთესო მრბოლელი“ გახდა

კაჭრეთის ”ამბასადორი“ წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი გახდა.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და ”AUTO BILD საქართველოს” ორგანიზებით, წლის შემაჯამებელ საავტომობილო ღონისძიებაზე ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა მოხდა.

ღონისძიების თანაორგანიზატორი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, პარტნიორი ”ვისოლი”, სპონსორი კი ”ბი ფორვარდი” იყო.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი ”ოქროს საჭე 2014” „ვისოლის“ მხარდაჭერით იმართება და საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებგვერდ WWW.AUTOBILD.GE-ზე მიმდინარეობდა და მასში 30 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული. გამარჯვებული ავტომობილები 6 კლასში გამოვლინდა. კაბრიოლეტები - „პორშე 911 ტარგა“; მცირელიტრაჟიანები - მინი; სპორტული მანქანები - „ნისან ნიზმო“; ესიუვი კლასი - „რენჯ როვერ სპორტი“; კომპაქტური ქროსოვერები - „მერსედეს ჯე-ელ-ა“ და საშუალო და მაღალი კლასი - მე-4 სერიის ბე-ემ-ვე გრანდ კუპე“.

რაც შეეხება ავტომრბოლელებს - „წლის საუკეთესო მრბოლელი“ „ვისოლის“ გუნდიდან გახდა 15 წლის სანდრო თავართქილაძე, „აღმართის დაძლევაში“ ჩემპიონი „ვისოლის“ გუნდის მეორე წევრი შაკო ციხელაშვილი გახდა, „ფორმულა ალფას კლასში“ კი ორივემ ერთად გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.

სანდრო თავართქილაძემ  პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია 13 წლის ასაკში აიღო. ის ცნობილი მრბოლელის  ოთარ თავართქილაძის ვაჟია და 2012 წლის წყვილთა რბოლაში ვიცე-ჩემპიონია. ის ასევე 2012 წლის  GT Unlimited კლასის პრიზიორია და 2013 წლიდან  ფორმულა ალფათი ასპარეზობს.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ჯილდო, თუმცა ძალიან გამეხარდა. „წლის საუკეთესო მრბოლელის ტიტული“ ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ეს პირველი სრული სეზონი იყო ფორმულაში, სადაც მე და შაკო ციხელაშვილი „ვისოლის“ გუნდს წარმოვადგენდით. „ვისოლის“ გარეშე ასეთ წინსვლას ვერ მივაღწევდით და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - აცხადებს სანდრო თავართქილაძე.  

რაც შეეხება შაკო ციხელაშვილს, მან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია 14 წლის ასაკში აიღო და უკვე 2012 წელს წყვილთა რბოლაში და 2012-2013 წელს ზამთრის სეზონის საქართველოს ჩემპიონატზე  ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ასევე ჩემპიონია 2013 წლის ვიცე-ჩემპიონია წრიულ რბოლაში Touring 2000-ის კლასში და აბსოლუტ კლასის პრიზიორია. ის ასევე ჩემპიონია გუნდურ ჩათვლაში. 2014 წლის სარბოლო სეზონზე შაკო ციხელაშვილი ფორმულის ბოლიდით ასპარეზობს.

„ალბათ პირველობა ყოველთვის ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ ავტოსპორტში სიხარულის ეს შეგრძნებები კიდევ უფრო გაძლიერებულია, რადგან როდესაც პირველი ხარ გრძნობ რომ შენმა შრომამ, სპონსორის გვერდში დგომამ, გუნდურმა ტაქტიკამ და მეგობრების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო. მე გავხდი 2014 წლის საქართველოს ჩემპიონი „აღმართის დაძლევაში“, რაც მინდა აღვნიშნო რომ ტიტულის გარდა ჩემთვის დიდი მოტივატორი იქნება 2015 წელს. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი გუნდური შედეგი, რაც „ფორმულა ალფას“ კლასში მოპოვებულ მესამე ადგილს გულისხმობს და ჩემი გუნდელის წარმატება, რომლის შედეგებმაც მთელი ავტოსპორტი აღფრთოვანებული დატოვა. ჩვენ მზად ვართ 2015 წელს უკეთესი შედეგებით აღვაფრთოვანოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები“, - აცხადებს შაკო ციხელაშვილი.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ვისოლის გუნდს წარმატება უსურვა.

 „მინდა წარმატება ვუსურვო „ვისოლის“ გუნდს, რადგან მათ თავისი პროფესიონალიზმით, ახალგაზრდული ჟინით, უმაღლესი ხარისხის „ეკოს“ საწვავით, „ტოტალის“ საავტომობილო ზეთით და ავტომომსახურების ქსელ „ვიანორში“ შერჩეული საბურავებით საკუთარი ავტომობილის შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლენა შეძლეს და წლის საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი „ოქროს საჭე 2014“ კი წელს განსაკუთრებულად მასშტაბური გამოვიდა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელები მონაწილეობდნენ. მათთვის კი რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ “ეკოს“ პროდუქტების სახით ახდენს. შესაბამისად, “ვისოლი“ მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics