17:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 14:36:33, 303 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ბორის ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის

„ბორის ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის ფაქტს.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბორის ნემცოვი დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად დაუღალავად იბრძოდა.

 “შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics