17:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 16:55:57, 326 ნახვა

მაკკეინი: ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავე პუტინის მიერ რუსეთში შექმნილი დაუსჯელობის ატმოსფეროა

„მიუხედავად იმისა, ვინ გამოჰკრა სასხლეტს ხელი, ბორისის მკვლელობაში დამნაშავეა ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი რუსეთის დაუსჯელობის ატმოსფერო“, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს.

როგორც მაკკეინის განცხადებაშია აღნიშნული, ნემცოვის სიკვდილით რუსეთში სიტყვის თავისუფლებისათვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლამ კიდევ ერთი დამანგრეველი დატყმა მიიღო.

„შეძრწუნებული ვარ მოსკოვში ჩემი მეგობრის, ბორის ნემცოვის მკვლელობით. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და მრავალრიცხვოვან მეგობრებთან ერთადაა რუსეთსა და მთელს მსოფლიოში.

მისი სიკვდილით რუსეთში სიტყვის თავისუფლებისათვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლამ კიდევ ერთი დამანგრეველი დარტყმა მიიღო. ბორისის მკვლელობა მოსკოვის ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ნაწილში მოხდა, რაც კანონიერ კითხვებს ბადებს მისი მკვლელობის გარემოებებსა და დამკვეთებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვინ გამოჰკრა სასხლეტს ხელი, ბორისის მკვლელობაში დამნაშავეა ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი რუსეთის დაუსჯელობის ატმოსფერო, სადაც ხალხს მათი აზრის გამო მუდმივად დევნიან და ამისთვის არავინ ისჯება.

მე დიდი ხანი ვიყავი ბორისის უსაფრთხოებით შეწუხებული და ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრა, როდესაც მას ვთხოვდი უფრო ფრთხილი ყოფილიყო, თუმცა ბორისმა მიპასუხა, რომ არასოდეს დანებდება თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და კონონის უზენაესობისთვის ბრძოლაში, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს. გული მისკდება, რომ ასეც გამოვიდა. ბორისის მკვლელობა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ. მსოფლიო ამას ყურადღებით ადევნებს თვალყურს“, - ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics