07:01 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 18:47:39, 459 ნახვა

საზოგადოება
გიგა ჭიკაძემ ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩაატარა

მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ, დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი გამართა.

კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სემინარი  სპორტის ორ სახეობაში - კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩაუტარა.

„საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს: „რომპეტროლს“ და „ივერიაბეთს“, რომლებიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერები და ამასთან ერთად ჩემი სპონსორებიც არიან“, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.

„არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები.  ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს“, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

რაც შეეხება გიგას სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ჩემპიონი 3 მარტს ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics