03:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:15:49, 2594 ნახვა

კულტურა
პირველად საქართველოში ბრიტანული ჯგუფის GORILLAZ SOUND SYSTEM DJ SET გაიმართება

პირველად საქართველოში მსოფლიოში აღიარებული ბრიტანული ჯგუფის GORILLAZ SOUND SYSTEM DJ SET გაიმართება. 

GORILLAZ SOUND SYSTEM DJ SET  საქართველოში კომპანია Next Events-ის ორგანიზებით სპორტის სასახლეში 2015 წლის 7 მარტს ჩატარდება.

ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოვლენ ჯგუფ Gorillaz- ის დრამერი Russel Hobs - ვიზუალში, GORILLAZ SOUND SYSTEM - ის დამფუძნებელი - DJ Remi Kabaka, ასევე სოლისტი Spoek Mathambo, რომელიც განუმეორებელს ხდის მათ ერთ - ერთ სიმღერას Clint Eastwood. 

„ივენთი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. იქნება ჯერ არნახული კლუბური საღამო, დიჯეებით და ვოკალით, იმუშავებს ღია ბარი და სპორტის სასახლეში მოსულ სტუმრებს GORILLAZ SOUND SYSTEM -ი დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება, მათივე შემნილი ვიზუალით და განათებით. ჯგუფი დაუკრავს ყველა მათ ცნობილ კომპოზიციას ვოკალთან ერთად“, - აცხადებს კომპანია  Next Events-ის  წარმომადგენელი.
ღონისძიებას გახსნიან ქართველი დიჯეები.

ბრიტანულ ჯგუფს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს -  2011 წელს ჯგუფმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა 2015 წელს საქმიანობა ახალ ალბომზე მუშაობით განაახლა. 

ჯგუფ Gorillaz -ის სოლისტის დეიმონ ალბარნის ინიციატივით, რემი კაბაკამ, იგივე რასელ ჰობსმა (ანიმაციაში მისი სახელი) Gorillaz sound system -GSS შექმნა, რომელშიც  ჯგუფ  Gorillaz -ის რამდენიმე წევრი გაერთიანდა. 
მათ GSS - ის სახელით 2013- 2014 წლებში, წარმატებული ევროპული ტურნე მოაწყვეს, თუმცა ამიერკავკასიაში არ ყოფილან და მარტში საქართველოს პირველად ესტუმრებიან. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics