11:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 21:51:59, 593 ნახვა

სპეციალური ანონსი
23 ივნისის სპეციალური ანონსი

23 ივნისს, 09.30 საათზე, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, თემაზე “სასამართლოს მეგობარი“ კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრებიან. 

23 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება IV საერთაშორისო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველო და სამხრეთ კავკასია გლობალური გამოწვევების პირისპირ“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140–ე წლისთავს ეძღვნება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, აუდიტორია #107

23 ივნისს, 10.00 საათზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია და საუკეთესო თანამშრომელთა დაჯილდოება.
მის: ყვარლის ქ. #160

23 ივნისს, 10:30 საათზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და გამგეობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებენ. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

23 ივნისს, 11:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნება სამეცნიერო კონფერენცია „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში“. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 

23 ივნისს, 11:00 საათზე, ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი და ადვოკატები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

23 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების რისკებისა და შესაძლებლობების ანალიზზე პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება. 

23 ივნისს, 11:30 საათზე, ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული ვალუტა; მონეტარული პოლიტიკის შემცირება; საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო; რა ინტერესები აქვთ ინვესტორებს საქართველოში. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

23 ივნისს, 12:00 საათზე, „საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის“ პრეზიდენტი მზია თოდუა პრესკონფერენციას გამართავს.
თემები: სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობში უსახლკაროთა შესახლება; სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, პროკურორების, გამომძიებლების მხრიდან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კონკრეტული გამომძიებლის მიერ მოქალაქის პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება სოციალური ქსელის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილობრივ ან მთლიანად აკრძალვა.
მის: დ. აღმაშენებლის # 97
საკონტაქტო ტელ: 032 2 95 09 02; 995 599 15 19 94

23 ივნისს, 12:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს, არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით შეხვდებიან. 
მის: ტარას შევჩენკოს ქ. #5
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 

23 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.

23 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსთან დაკავშირებით.

23 ივნისს 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას პრესკონფერენცია გაიმართება. 
თემა: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ემზადება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. 26-29 ივნისს, ჩატარდება NBA-ს საზაფხულო კემპი აკადემიის კალათბურთელებისთვის. 
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, დიდუბის მანეჟის გვერდით

23 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის შიდა ეზო

23 ივნისს, 12.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობით ორგანოსა და ”ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციას“ შორის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: თავისუფლების N2

23 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" 70-დე არასამთავრობო ორგანიზაცია ღია წერილით მიმართავს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს ხელმძღვანელობას და ვარშავის სამიტის წინ დააფიქსირებენ კონსოლიდირებულ პოზიციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით. 
მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი 1, წვეულებათა დარბაზი 3

23 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში "კოსტე" (ყოფილი სასტუმრო ვარაზი) ფილმის "ჩემპიონები" პრეზენტაცია გაიმართება. ფილმის ჩვენებას ლეგენდარული სპორტსმენი მოჭიდავე ალექსანდრე კარელინი, ტანმოვარჯიშე სვეტლანა ხორკინა და მოცურავე ალექსანდრე პოპოვი დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი მაცაცო კევლიშვილი - 555550200

23 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტსა და საქართველოში ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელ SPAR-ს შორის, რომელიც ჩემპიონატის ოქროს სპონსორი გახდა. მემორანდუმს ხელს მოაწერენენ საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და „სპარის“ მმართველი დირექტორი გიორგი ჩუბინიშვილი.

23 ივნისს, 14:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო Hilton Batumi-ში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე მედიის წარმომადგენლებს საზღვაო სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებს გააცნობს.

23 ივნისს, 16.00 საათზე, ჯანდაცვის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შეხვედრას გამართავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი გიორგი მაღრაძე და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი ონკო-ქირურგი გურამ მენთეშაშვილი. 
თემა: თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი და თამბაქოს როლი ონკოლოგიური დაავადებების ზრდაში. 
მის: მერაბ ალექსიძის ქ. #8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

23 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში კრასნოდარის მხარის ფოტოხელოვანთა გამოფენა გაიმართება. 
მის: სიონის ქ. #8, (ქარვასლა)

23 ივნისს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში უნიკალური პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #3




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics