13:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:21:52, 296 ნახვა

საგარეო უწყება: აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე ირწმუნება, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხი, საქართველოში განხილვის თემა არ ყოფილა და არც იგეგმება. 
ამის შესახებ კერესელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 „ეს საუბრები საქართველოს მხრიდან არ მოდის. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არც ერთ დონეზე ამ თემის განხილვა არ ყოფილა და არც იგეგმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას გიდასტურებთ“, – აღნიშნა კერესელიძემ.  

ამასთან, კითხვაზე, გადაიხედება თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, კერესელიძემ უპასუხა : „ მე ვიცი პრემიერ მინისტრის განწყობა ამ ფორმატთან დაკავშირებით, რომელმაც მან გუშინ გააჟღერა. ეს ფორმატი, რომელმაც რაღაც გარკვეული წარმატება მოიტანა, ჯერჯერობით მის გადახედვას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 26-29 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics