12:01 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 16:08:14, 3176 ნახვა

კულტურა
გიორგაძე: შეფერხებები ჩვენზე ბევრად დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებში ხდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ maroon 5-ის კონცერტის წინ არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზები ბევრად უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებშიც კი არსებობს.

თუმცა, გიორგაძე მას მაინც პოზიტიურ გამოცდილებად განიხილავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მომავალში კერძო სექტორი უფრო მეტად მოემზადება:

"ბათუმში ჯგუფ maroon 5-ის კონცერტის წინა დღეებში, ერთდროულად ძალიან დიდი მასის ადამიანების ჩასვლისთანავე, რიგებთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები შეიქმნა. რიგები იყო ასევე კვების ობიექტებთან, თუმცა მე პირადად, ამას პოზიტიურ გამოცდილებად განვიხილავ, ეს ის გამოცდილებაა, რომლის საფუძველზე, ყოველ მომდევნო ჯერზე კერძო სექტორი კიდევ უფრო მეტად მოემზადება. გარწმუნებთ, მე თავად ვარ მომსწრე, რომ საზღვარგარეთ ბევრად უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებში, გარკვეული შეფერხებები ხდება, იგივე რიგებთან დაკავშირებით. გულუბრყვილობა იქნებოდა მოლოდინი გვქონოდა, რომ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. ამ მასშტაბის ღონისძიება, ვიზიტორების მოზღვავება, ბათუმში პრაქტიკულად პირველად მოხდა", -  განაცხადა გიორგაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე - ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს მოვისმენთ
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
რუსეთში, სმოლენსკის ოლქში სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე ხანძარია [ვიდეო]
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics