04:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 01:24:48, 2363 ნახვა

სამართალი
პატრულის დევნის შედეგად, თბილისში ცნობილი მოტოციკლისტი ექიმი გარდაიცვალა

საპატრულო პოლიციის ოთხი ეკიპაჟი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სწრაფად მიმავალი მოტოციკლის დევნას ახორციელებდა. მუსკომედიის თეატრთან, მუშტაიდის ბაღის ასახვევთან, მოტოციკლეტისტი "დაიჰაცუს" მარკის ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით (დილით)  გახდა ცნობილი, გარდაცვლილი თორნიკე სუხიაშვილია, ყელ-ყურის ახალგაზრდა ექიმი.

დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი მგზავრებიც. სასწრაფო დახმარების მანქანებმა ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფოს ექიმებმა უთხრეს, მოტოციკლის მძღოლის ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მოტოციკლის მძღოლი არასრულწლოვანი იყო და მათივე ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ მოტოციკლის მძღოლი არც არასრულწლოვანი იყო და პატრულს მხოლოდ იმიტომ გაექცა რომ მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა,

აღნიშნულ საკითხზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

ფოტო შემთხვევის ადგილიდან




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics