02:33 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 11:22:36, 844 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველოში რაგბის სახელმწიფოსგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს

თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს 40-მდე ქვეყნიდან 75 დელეგატი ეწვია. მათ შორის, თბილისში იმყოფება რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ.

კონგრესის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, საქართველოში რაგბის სახელმწიფოსგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს.

„გიორგი კვირიკაშვილმა განუხადა, რომ საქართველოში რაგბის კავშირის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა აშენდა.

პრემიერმა ამ პროცესში განსაკუთრებით ფონდ „ქართუს“ წვლილი აღნიშნა.

„უდიდესი პატივია ვუმასპინძლოთ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოში რაგბის უდიდესი მხარდაჭერა სახლემწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერის და უფრო მეტად პატრიოტიზმის, რომელიც რაგბის მესვეურებმა გამოიჩინეს, შედეგია ის, რომ სპორტის ეს სახეობა ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა აშენდა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფონდი „ქართუს“ წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აშენებაში. 16 სტადიონის აშენება და რეაბილიტაცია მოხდა და 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. მინდა ყველაზე დიდი მადლობა ვუთხრა რაგბისტებს, რომლებმაც ურთულეს წლებში მოახერხეს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელით გასვლა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა, აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება უმაღლეს დონეზე გაუწიოს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics