07:43 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 11:29:25, 600 ნახვა

Lifestyle
ლევან ბოძაშვილი: გეგმა "B" უკვე არსებობს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ალიანსს მიღმა დატოვებს

"ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნები გაძლიერდება. სავარაუდოდ შოტლანდიაც დააყენებს გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის რეფერენდუმს. გეგმა "B" უკვე არსებობს და ის "მცირე ევროკავშირის" შექმნას ითვალისწინებს, რაც თუ განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის წევრებს ალიანსს მიღმა დატოვებს", - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ბრიტანელებმა თავისივე კითხვას "ყოფნა არ ყოფნა" 13 წლის შემდეგ უპასუხეს და პასუხი არ ყოფნაა.  

"13 წლის შემდეგ ბრიტანელებმა თავისივე კითხვას "ყოფნა, არ ყოფნა" როგორც იქნა პასუხი გასცეს - არ ყოფნა..და დატოვეს ევროკავშირი...მართალია რეფერენდუმი არასავალდებულოა, მის შედეგს მაინც ვერავინ უარყოფს. სავარაუდოდ დღესვე კემერონი გადადგება. ევროკავშირის საბჭოსადმი შეტყობინებიდან 2 წელი აქვს ბრიტანეთს რომ გასვლის ტექნიკური და ფორმალური საკითხები შეათანხმოს ევროკავშირთან, ამ პერიოდში ის გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობს, თუმცა მანამდე არსებული ყველა ვალდებულება ძალაში რჩება. 

ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნები გაძლიერდება. სავარაუდოდ შოტლანდიაც დააყენებს გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის რეფერენდუმს. გეგმა "B" უკვე არსებობს და ის "მცირე ევროკავშირის" შექმნას ითვალისწინებს, რაც თუ განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის წევრებს ალიანსს მიღმა დატოვებს. წარმოდგენაც არ მინდა ეს რას გამოიწვევს გეოპოლიტიკურად.

NATO-ს მნიშვნელობა დღეს ისეთი აქტუალურია როგორც არასდროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ფუნტი 1992 წლის "შავი პარასკევის" შემდეგ რეკორდულად დაეცა. ევროკავშირის წესებით 3 მილიონი ბრიტანელია დასაქმებული. მალე ბრიტანელები ინანებენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომაც, გაკვეთილი 1: ხალხს არ უნდა ჰკითხო, ანუ რეფერენდუმზე არ უნდა დასვა ის საკითხი, რის გადასაწყვეტადაც ხელისუფლება არსებობს, 2: ხალხმა იცის რა სურს, მაგრამ არ იცის რა სჭირდება, ამისთვის ხელისუფლება არსებობს.

არსებული პრაქტიკით, ყველა არსებითი რეფერენდუმი რომელიც ევროკავშირის საკითხებზე აქამდე ჩატარებულა უარყოფითი შედეგით დასრულდა 3: ზღვარგადასულ რეგულირებაში ჩამხრჩვალმა დემოკრატიამ თავის თავი ბიუროკრატიაში შეჭამა, ამიტომაც აქაც ზომიერებაა საჭირო და 4: ერთადერთი ვისაც ეს აწყობდა რუსეთი იყო", - წერს ლევან ბოძაშვილი facebook-ში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics