23:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 13:22:23, 797 ნახვა

პოლიტიკა
ვანო ჩხიკვაძე: ბრიტანეთის გასვლით გამოწვეული სკეპტიციზმი თავის გავლენას საქართველოზეც იქონიებს

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა გავლენა სხვა ქვეყნებზეც იქონიოს და ევროპული კავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმი სხვა ქვეყნებშიც ჩატარდეს.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით ის ქვეყნები იაქტიურებენ, სადაც ევროსკეპტიციზმი ისედაც მომძლავრებულია. ასეთ ქვეყნებად კი ნიდერლანდებს, ავსტრიას, უნგრეთსა და საფრანგეთს ასახელებს.

როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს გავლენას საქართველოზეც იქონიებს.

„ძნელია სათქმელია არის თუ არა ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ევროკავშირზე დადებითად არ აისახება. ფაქტია, რომ ამით ევროსკეპტიკოსები წახალისდებიან. განსაკუთრებით იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ეს მიმართულება ისედაც მომძლავრებულია.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას შესაძლოა „დომინოს პრინციპი“ ჰქონდეს. შესაძლოა ეს საკითხი რეფერენდუმზე გამოიტანოს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის ნიდერლანდებმა, უნგრეთმა, ავსტრიამ და საფრანგეთმა. რა თქმა უნდა, სკეპტიკოსები შვედეთში, დანიასა და იტალიაშიც არიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამ ოთხ ქვეყანაშია მომძლავრებული ევროსკეპტიკური მიმართულება“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

ევრომიმართულების სპეციალისტის შეფასებით, სკეპტიციზმი თავის გავლენას საქართველოზეც იქონიებს.

„ეს საქართველოზეც აისახება. ის პარტიები, რომლებიც ევროკავშირს ეჭვის თვალით უყურებენ, სათქმელად ექნებათ ის, რომ მივდივართ იქით, რომლის მომავალიც ბუნდოვანია. ჩემი აზრით, ეს სკეპტიციზმი თავის როლს ითამაშებს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება სასიხარულო იყო რუსეთისა და პუტინისათვის.

„რა თქმა უნდა, ეს პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ის, რომ რუსეთს ევროკავშირის არსებობა ნერვებს უშლის, ეს ახალი არაა. შესაბამისად, ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იქნებოდა და ალბათ არის რუსეთისთვის. ევროკავშირ, როგორც წარმატებული პროექტი, წარმატებული ნამდვილად არ არის“, - განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ „ექსპრესნიუსს“.   

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics