17:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 14:52:21, 622 ნახვა

სხვადასხვა
კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად  კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

მათივე ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინაბოტის სადრენაჟე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება კოლექტორის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. შედეგად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5  სოფლის (ჭაბუკიანი, ქალქვა, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი) მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს.

,,დღეისათვის კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები  ხორციელდება. აღნიშნული მასშტაბის  სამუშაოები ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში  რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეაგაზრდილი.

სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics