20:19 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 17:20:43, 553 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ისრაელის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან, რომელსაც  საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებს. 

გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და  სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იუვალ ფუქსი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2012 წლის 10 სექტემბრიდან იკავებს




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics