09:58 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 18:21:14, 1048 ნახვა

ეკონომიკა
წყალტუბოში 5 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“150 ათასი ლარად საინვესტიციო პირობებით შპს „ნითას“ საკუთრებაში გადასცა. 
საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სულ მცირე 50 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. 

ასევე, შპს „ნითა“ უზრუნველყოფს  სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობას და არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობას. კომპანია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ჯამში არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics