15:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 22:37:50, 593 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 ივნისის სპეციალური ანონსი

25 ივნისს, 11:00 საათზე, ე.წ. მატროსოვის ციხის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები - INCD და NVG საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. 
თემა: მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არსებული რეალობა და ინტერპრეტირებული სიმართლე. 
საკონტაქტო პირი შმაგი ჩოხელი - 593 50 10 12

25 ივნისს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებულ მოძრავ ამბულატორიაში მივა და ამბულატორიის მუშაობის, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა. 
ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორია, შაუმიანის ქუჩის ბოლოს 
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09

25 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი ონისე მარგიანი, მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას, ხელისუფლების მიერ დაპირებების შეუსრულებლობის თაობაზე.
მის.: ძმები ზუბალაშვილების ქ. #3

25 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში შპს „შავი ზღვის ცემენტის“ ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება. 

25 ივნისს, 12:00 საათზე, დოლიძის კუთხეში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 
საკონტაქტო პირი რუსუდან კბილაშვილი - 599 320412

25 ივნისს, 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სარკეებიან დარბაზში თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის” ფარგლებში, იურიდიული პრაქტიკაგავლილი სტუდენტებისათვის, რომლებიც საადვოკატო პრაქტიკას ეუფლებოდნენ, სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.
მის.: რუსთაველის N6 (მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე)
საკონტაქტო პირი ლიზა მეტრეველი - 595 21 00 43

25 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო Courtyard Marriott-ში, “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი გუნდის წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრაიმერის გზით კანდიდატთა სიის ფორმირების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ.

25 ივნისს, 15:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე ქუჩის მუსიკის საერთშორისო ფესტივალი ”დაუკარი მშვიდობისთვის’’ გაიმართება.

25 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" "ბილივის" საქველმოქმედო გალა საღამოზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელი საქველმოქმედო ღონისძიებას შეურთდება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics