16:30 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:35:31, 535 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი დაინიშნა

მგზავრთნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ახალ  შემადგენლობას ამატებს.

4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.  „საქართველოს რკინიგზა“  მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20,  ქ.ბათუმში ჩავა  12:50.  ქ. ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს.

შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა“  25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს. მატარებელი ქ. ქუთაისიდან გავა 08:25 ქ.ბათუმში ჩავა 11:05. ქ. ბათუმიდან გამოვა 18:45 და ქ. ქუთაისში დაბრუნდება 21:30. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს.

„საქართველოს რკინიგზა“ სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics