00:45 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:17:18, 582 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში ჟენევის მოლაპარაკებების 36-ე რაუნდის ანგარიში წარადგინა

ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ  ზუგდიდში შეხვედრა გამართა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი, მათ შორის სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, დევნილთა დაბრუნება, განათლება ოკუპირებულ გალის რაიონში, ცეცხლის განუახლებლობის გარანტიები

შეხვედრის დასაწყისში, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ეს რაუნდი წინა რაუნდებისგან განსხვავდებოდა იმ მძიმე ფონის თვალსაზრისით, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ შექმნა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ეს არ დასტყობია, თუმცა იგრძნობოდა აფხაზური მხარისგან გარკვეული უხერხულობა მომხდარის გამო. მით უფრო, რომ ერთობლივად უყურეს იმ კადრებს, სადაც ფაქტია ასახული.

ყოლბაიას განმარტებით, ამ რაუნდმა და ქართული მხარის აქტიურობამ ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით, მოიტანა ის შედეგი, რომ მკვლელობაში ბრალდებული დღეს შინაპატიმრობაშია. მისი თქმით, ჟენევაში მუდმივად მტკივნეული საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა და ამ საკითხზე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის მხარდამჭერთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. ასე მოხდა ბოლო შეხვედრაზეც.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აქტიურად აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაა. აფხაზური მხარე კი მუდმივად მოითხოვს ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და გარანტიებს თბილისიდან.

ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ სერვისებზე, რომელსაც ისინი აფხაზებს სთავაზობენ. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დარეგულირებას ნდობის დაბალი ხარიხი აფერხებს, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

„ჟენევის პერსპექტივა ის არის, რომ გულნატკენობის მიუხედავად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ერთადერთი საერთაშორისო არენაა და ფორმატი, სადაც ყველანი ერთად ვსაუბრობთ. მთავარია არ დავარღვიოთ ის, რასაც ჰქვია ნდობის მოპოვების პროცესი, რთული, ფაქიზი, მაგრამ აუცილებელი, რამეთუ ნდობის გარეშე ჩვენ ვერ ავაშენებთ იმ ხიდებს, რომელიც ერთმანეთთან მიგვიყვანს“, - განმარტა ყოლბაიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics