03:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:41:20, 754 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 27 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძე ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსთან. მინისტრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ „თბილისის კონფერენციის" გახსნის ცერემონიაში. „თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და საექსპერტო დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვარშავის აჯანყების მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics