17:54 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 17:27:32, 985 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირველ ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც 25-26 ივნისს, პეკინში იმართება.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, მმართველთა საბჭომ კორეის რესპუბლიკის მხრიდან მმართველი, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრი იოო ილ ჰო (Yoo Il Ho) საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, არჩეულია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრი, მმართველი გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჯორჯ ოსბორნი (George Osborne).

საქართველოს მხრიდან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველი ნოდარ ხადური ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) შეხვედრას გამართავს, რომელზეც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე ისაუბრებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics