22:11 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 21:03:51, 609 ნახვა

საზოგადოება
თბილისი ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს

25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი, ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში,  მედლებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით  იქნება წარმოდგენილი.  საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა. ტურნირი  საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული. მხარდამჭერები კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო არიან.

ახალგაზრდული ჩემპიონატის საზეიმო გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და სპორტსმენებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას თქმით, დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ძალოსნობაში 2016 წელს სწორედ თბილისი მასპინძლობს. 

„გასულ წელს ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობის შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ძალისხმევით, მოგვეცა შანსი, ამჯერად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. ძალოსნობას ჩვენს ქვეყანაში მართლაც რომ დიდი ტრადიციები აქვს. დღეიდან 2 ივლისის ჩათვლით, ჩვენს დედაქალაქში თავს მოიყრიან ახალგაზრდა ძალოსნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათგან საუკეთესო გამოვლინდება.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თბილისს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი ეწვევა, რაც  ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, ასევე, სპორტული ცხოვრების განვითარებას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გატარებული დღეები მათთვის დასამახსოვრებელი იქნება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს - სპექტაკლი დასრულებულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics