19:22 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 21:09:08, 1009 ნახვა

ეკონომიკა
სენაკში ახალი ქარხანა აშენდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია,  ქუმსიშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი უწოდა. ცემენტის ქარხანა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში შენდება.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინვესტორ მხარეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 20 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი გადაეცა, სადაც 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმო იქნება უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი. 

მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება  500-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი. ქარხანა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოო პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. პროექტი დაეყრდნობა „მაღალი ეფექტიანობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების“ პრინციპებს. დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს ხმაურის მინიმალურ დონეს და მაქსიმალურად დაიცავს მოსახლეობას საწარმოო ხმაურისგან.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს–მენეჯმენტის კომპანიას,  „ჰუალინგ ჯგუფსა“ და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის  ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და შპს „შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.      

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics