23:36 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 14:11:42, 643 ნახვა

საზოგადოება
მეფუტკრეობის პროგრამის ფარგლებში სკების გადაცემა გრძელდება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემა გრძელდება. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემკახეთის რეგიონის  მეფუტკრეობის 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  370 სკა  და  თაფლის საწური (ციბრუტი) გადასცეს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლოა აქვთ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი - სკები, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) -  ღირებულების 30%-ად მიიღონ.

ქვეყნის მასშტაბით,  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 7 588 სკა უკვე მიიღო.

ახლო მომავალში,კიდევ 51 კოოპერატივი  3 609 სკას მიიღებს,  19 კოოპერატივს 19 ერთეული თაფლის საწური და 2 200 ლიტრიანი თაფლის შესანახიავზები (საერთო მოცულობით 41 800 ლიტრი) გადაეცემა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძლდება.

მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე,კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი,  ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics