18:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 14:42:50, 615 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

წყნეთში, 6 ქუჩაზე (კოსტავას, ტაბიძის, სააკაძის, თბილისის, თამარ მეფისა და არსენას ქუჩებზე)  საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს. არსენასა და კოსტავას ქუჩებზე  ასფალტის საფარის დაგება უკვე დაწყებულია, ხოლო ტაბიძის, სააკაძის, თბილისისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარეობს გრუნტის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

მათივე ცნობით, წყნეთში სამუშაოების მიმდინარეობას  თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან  გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად,  ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, წყნეთში საკმაოდ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტის საფარი ყველაზე პრობლემურ  ქუჩებზე იგება. 

„ 6 ქუჩაზე ვმუშაობთ და იგება ასფალტის საფარი. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც ვასრულებთ.  ასფალტის საფარს ყველაზე  პრობლემურ ქუჩებზე ვაგებთ და მალე მოსახლეობისთვის ამ გზებზე გადაადგილება  უფრო კომფორტული იქნება. გზების გარდა, წყნეთში ჩვენ ასევე გავაკეთეთ რამდენიმე ბავშვთა სათამაშო მოედანი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერი ადგილობრივ  მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics