17:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 17:19:50, 658 ნახვა

საზოგადოება
საზღვრის ერთიანი მართვის თასის 2016 წლის ფინალური გათამაშება გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საზღვრის ერთიანი მართვის თასის 2016 წლის ფინალური გათამაშება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ასევე სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები. საზღვრის ერთიანი თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 4 გუნდი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, შსს აკადემია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები შემოსავლების სამსახურისა და საზღვრის დაცვის პოლიციის გუნდებმა გაინაწილეს. გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო ჯილდო გადაეცა, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

აღნიშნული ფეხბურთის ჩემპიონატი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა. მისი მიზანი იყო საქართველოში საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა და ამ სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
მედია - რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics