03:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 10:23:59, 834 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: საქართველოს არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი არ სჭირდება

„საქართველოს  არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი  არ სჭირდება“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა  განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკვე არსებობს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით არის ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რაც კი რომელიმე ქვეყანასთან შექმნილა.

„არანაირი MAP-ის მაგვარი, არავითარი დოკუმენტი  ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად, არც ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა იქნება ფაზები, როდესაც ეს პროცესი დასრულდება“, -აღნიშნა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics