05:27 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 10:31:57, 1191 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს

თავდაცვის სამინისტრო დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.

 შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოაწერა.

"უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ  თავს, არ უნდა  შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს,  ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.  ეს არ გამოვიდა, თუმცა  ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და  ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ  ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics