01:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 10:23:51, 524 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 27-28 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.

ბერნის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრაა დაგეგმილი.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის გაფორმდება, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება გაიმართება.

ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, მთა-თუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე მუშაობის დაწყებაა. ამ მიზნით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან გაიმართება. 

საქართველოს მთავრობის მეთაურს სამუშაო ლანჩზე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics