2016-06-27 11:26:24, 1109 ნახვა
სამართალი
ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშული, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს. „ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|