04:35 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 12:02:20, 590 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით განცხადებები 8 ოქტომბრამდე საინტერესო არაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მტკიცებით, ჟურნალისტებთან ამ ფორმატში შეხვედრა ბოლო არ იქნება.

ამასთან, როგორც ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, იქნება თუ არა მომავალ მთავრობაში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

„აბსოლუტურად დარწუმენით მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში. 100%-იანი გარანტიით, ასეთი შეხვედრა კიდევ ექნება,ხოლო სხვა ფორმატებში კიდევ უფრო მეტი შეხვედრა იქნება. რაც შეეხება ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში, ეს მთლიანად გადასაწყვეტია ქართველი ამომრჩევლების. არც ერთი მთავრობა არ მოდის თავისით. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, გავაგრძელო ის საქმე, რომელსაც ვფიქრობ, არაუშავს წარმატებით ვაკეთებდი და სადაც ბევრი გეგმა გვაქვს. განსხვავებით ერთი წლისგან, როდესაც მე მოვედი თავდაცვის სამინისტროში, დეტალებში ვიცი, სად რა ტკივა ჯარს, როგორ უნდა ვუმკურნალოთ, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

რაც შეეხება „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება, ხიდაშელი ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და 8 ოქტომბრამდე ეს მისთვის საინტერესო საერთოდ არაა.

„რაც შეეხება ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი და სიმართლე გითხრათ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე, ეს პროცესი ჩემთვის არაა საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რა მოხდება არჩევნებზე“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, „ექსპრსნიუსის“ ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება. გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა. აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ.

უცნობია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, დანიშნავს  თუ არა კობალაძეს თავდაცვის მინისტრად, თუმცა „ექსპრესნიუსს“ უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ თავად კობალაძეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სურს და ამისთვის აქტიურად ემზადება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics