22:57 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 12:25:45, 674 ნახვა

სამხედრო
ექსპერტი: ორ-სამთვიანი სამხედრო მომზადება ახალგაზრდებისთვის აუცილებელია

 „ალბათ, გარკვეულწილად ამის საჭიროება არსებობდა, რომ ჯარი მთლიანად პროფესიონალურ ყაიდაზე გადასულიყო “,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თავდაცვის სამინისტროს ახალ ბრძანებას, რომლის თანახმადაც უწყება დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.

ექსპერტმა ქვეყანაში ეფექტური სარეზერვო სამხედრო სისტემის არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ-სამთვიანი სამხედრო პროფესიონალური მომზადება ახალგაზრდებისთვის  აუცილებელია.

„გარკვეულწილად ალბათ ამის საჭიროება არსებობდა, რომ ჯარი მთლიანად პროფესიონალურ ყაიდაზე გადასულიყო. აქ არ  არის საუბარი ნატოს სტანდარტებზე.  ამ შემთხვევაში ჯარში გაწვევა არ გაწვევის საკითხი  არ გახლავთ ნატოს კონკრეტული მოთხოვნა თუ სტანდარტი. უბრალოდ, საქართველოსთან მიმართებაში ასე მგონია, რომ პროფესიულ სამხედროებს, რომელთაც შედარებით მაღალი ანაზღაურება ექნებათ  და გააცნობიერებენ, რომ მათი მიზანი არის სამხედრო ფორმის ტარება და სამხედრო სამსახურში ყოფნა, უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ აიმაღლონ საკუთარი სამხედრო  კვალიფიკაცია სამხედრო სამსახურში სრულყოფილი ჩართვის მიზნით.  მიმაჩნია, რომ ქვეყანაში  ეფექტური სარეზერვო სისტემა  უნდა არსებობდეს. ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება გაუქმდეს სავალდებულო გაწვევა, მაგრამ ორ-სამ თვიანი სამხედრო პროფესიონალური მომზადება ახალგაზრდებს აუცილებლად ესაჭიროებათ. ასე ვთქვათ, დაწყებითი სამხედრო ცოდნის მიღების მიზნით.  ეს არის აუცილებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრია დამოკიდებული  იმაზე, თუ როგორ  იმუშავებს ქვეყნის  სარეზერვო სისტემა“,-განაცხადა ჩიტაძემ. 

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრი დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელევს.

შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოაწერა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics