05:11 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 12:42:50, 911 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%–ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, „ტავ ჯორჯია" იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომსაქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოსუცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემობიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურადდაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა  და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, „ტავ ჯორჯია" არის „ტავ ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და თავისფრანგ პარტნიორთან ADP-სთან ერთად 40-მდე აეროპორტს მართავს.

„მნიშნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობისშედეგად, ბოლო წლების განმავლობაში ავიაბაზარზეშემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნიდან. „ტავ ჰოლდინგმა" უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება ჯამში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ტავ ჯორჯიას" და„ტავ ჰოლდინგს" გაწული საქმიანობისთვის და „ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტს სანი შენერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500–მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics