07:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 16:31:09, 557 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი მიმდინარეობს

საქართველოს რესპირაციულ ასოციაციის ორგანიზებით, 23-25 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი იმართება.

გუშინ, კონგრესი ბათუმის ხელოვნების ცენტრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრა დავით სერგეენკომ, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება, რადგან აქ გაჟღერდება ყველა ის სიახლე, რაც ბოლო წლებში მიღწეული იქნა მედიცინის ამ სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სპიკერების გამორჩეული პროფესიული დონე საშუალებას მისცემს კონგრესის დელეგატებს წარმატებით გამოიყენონ კონგრესზე მიღებული ინფორმაცია სამედიცინო პრაქტიკაში“, - აღნიშნა ნუგზარ სურამნიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე, კონგრესის მხარდაჭერისათვის საქართველოს რესპირაციულმა ასოციაციამ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის მინისტრს ნუგზარ სურმანიძეს მადლობის სიგელი გადასცა.

კონგრესში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 41 სპიკერი ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან.

კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით.

კონგრესის ძირითადი მიზანია ქართველ და უცხოელ ექიმებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია რესპირაციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე, მის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა სამი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ არჩილ ხაბაძის პატრონაჟით.

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია შეიქმნა 2004 წელს. ასოციაციის მიზანია რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასწავლო-საგანმანათლებო, სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო, სამედიცინო, ანალიტიკური, საკონსულტაციო საქმიანობა; ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, კონგრესების და სხვა სახის სამუშაო შეხვედრების მოწყობა; საგამომცემლო საქმიანობა; ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამედიცინო პროფესიულ ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

ასოციაციას დღეისათვის 850 წევრი ჰყავს, საქართველოს ყველა რეგიონში აქვს რეგიონული ორგანიზაცია, რეგულარულად უშვებს „საქართველოს რესპირაციულ ჟურნალს“, მის მიერ მომზადებულია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 8 ეროვნული გაიდლაინი სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ასოციაცია რეგულარულად მართავს რეგიონულ კონფერენციებს საქართველოს ყველა რეგიონში: აჭარა, კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, სამეგრელო, გურია.

ასოციაცია არის ევროპის რესპირაციულ საზოგადოებათა გაერთიანების (Forum of European Respiratory Society, FERS) წევრი. მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს რესპირაციულ Page2 ასოციაციას 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა პრემია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics