12:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 13:42:01, 978 ნახვა

კომენტარი სამხედრო
ხიდაშელი: 2017 წელს საკონტრაქტო სამსახურში სამი გაწვევის განხორციელება იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად  საკონტრაქტო სამსახურის აღდგენას მიიჩნევს.

როგორც ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის მინისტრობამდე, ორი წლის განმავლობაში  ქართულ ჯარში   საკონტრაქტო სამსახურში მიღება არ განხორციელბულა,  ხოლო 2015 წლის  ბოლოდან და 2016 წელს ახალმა გუნდმა 3 ასეთი გაწვევა გააკეთა. ხიდაშელის თქმით, 2017 წელს   საკონტრაქტო სამსახურში კიდევ  სამი  გაწვევის  განხორციელება იგეგმება.

"ჩემი მინისტრობის პერიოდის  ერთ-ერთ  მთავარ მიღწევად მიმაჩნია საკონტრაქტო სამსახურის პრაქტიკულად  აღდგენა. 2 წლის განმავლობაში ქართულ ჯარში საკონტრაქტო სამსახურში მიღება არ განხორციელებულა, ჩვენ 2015 წლის ბოლოდან და 2016 წელს უკვე სამი გაწვევა გავაკეთეთ. და დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურემდე შეივსო საკონტრაქტო სასმახური. აქ საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც თავისი ნებით მოდიან ჯარში და ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურებით ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას. 2 წლის განმავლობაში არ მომხდარა საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა და ჩვენ წელს სამი ასეთი გაწვევის განხორციელება მოვახერხეთ. დაგეგმილი გვაქვს 2017 წელს ანალოგიურად სამი გაწვევის განხორციელება. იმიტომ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძლებს სჭირდება შევსება ახალი კადრებით, ჭირდება ახალგაზრდობა და მოთოხვნა არის ძალიან დიდი. დაახლოებით 10-ჯერ მეტ განცხადებას ვიღებთ, ვიდრე შეგვიძლია, დავაკმაყოფილოთ. ეს ძალიან ბევრ რამზე მეტყველებს, მათ შორის ჯარის პოპულარობაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ ჭირდება შეიარაღებულ ძალებს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics