20:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 14:25:28, 710 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე: ეს არის თინა ხიდაშელის იაფფასიანი რეკლამა

"ეს არის თინა  ხიდაშელის იაფფასიანი რეკლამა",-ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური  თავდაცვის  მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავდაცვის  უწყების მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ბრძანებაზე ხელის მოწერას.

მეჭიაურის შეფასებით, თინა ხიდაშელმა ამ გზით ამომრჩევლების ხმების მოპოვება გადაწყვიტა. მეჭიაური  ხიდაშელის ქმედების კანონთან შეუსაბამობაზეც საუბრობს:

"ეს არის ხიდაშელის იაფფასიანი რეკლამა. ეტყობა, ამით გადაწყვიტა იმ ამომრჩევლების ხმები მოიპოვოს, ვისი ოჯახის წევრებსაც უწევს გაწვევა ჯარში.ეს ერთი და მეორე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არ არის კანონთან შესაბამისობაში, არ იყო შეთანხმებული არავისთან",-განუცხადა მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს".

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან გაუქმდებოდა, თუმცა მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების თვალწინ, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ჯარში სავალდებულო გაწვევა დღეიდან გაუქმდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics