23:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:44:27, 577 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი  სოზარ სუბარი  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პრეზენტაციას დაესწრო.

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიებაზე  მოწვეულ  სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს  2015 წლის სარეინტეგრაციო პროგრამის შედეგებისა და 2016 წლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ განახლებული ვიდეოკლიპის პრეზენტაცია შედგა.

დევნილთა  და განსახლების სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების  რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს.

წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200  000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სახის სერვისებს სთავაზობს: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია,  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თავითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, დაბრუნებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობაა.

პროგრამა ასევე, ითვალიწინებს, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების დროულ და ზუსტ ინფორმირებას.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics