10:00 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 17:19:13, 622 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა დოლიძე ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება იქნება.

„საპარლამენტი მდივნის ფუნქციას დღეიდან  ჩვენთან ანა დოლიძე იტვირთავს. პირველივე მისი  დავალება  და პირველივე მისი საქმიანობა  დაკავშირებული არის ისევ იმ პროცესთან, რაც შეეხება მოსამართლეების დამტკიცებას.  ქალბატონი ანა  შეეცდება, დაარწმუნოს  დეპუტატები იმასთან დაკავშირებით,  რომ  მათ უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა ნანა თოდუას კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა.

შეგახსენებთ, პირველ ჯერზე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ აღნიშნულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებსს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics