08:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 17:21:45, 562 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად კვლავ ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

როგორც მარგველაშვიმლა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მესამე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

„დღეს მე ხელახლა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გამაჩნია, თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას კანდიდატურებს წარვადგენ. ეს არის მათთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი მზაობა მხარი დავუჭირო ამ კანდიდატურებს კიდევ უფრო განმტკიცებულია არსებული პროცესიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს უზენაესი სასამართლოში არსებული პრობლემები და მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭიროს.

"დღეს მინდა გავაკეთო განცხადება, იმ პროცესთან  დაკავშირებით, რომელიც გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ მე წარვადგინე სამი მოსამართლის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემი წარდგენილი კანდიდატურები. ეს არის განსაკუთრებით პრობლემური გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ, ჩემს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატურა თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა, ანა დოლიძე არიან უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები და პარლამენტში არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო, რომ ეს კანდიდატურები დამტკიცებულიყვნენ. მეორეს მხრივ, განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ფაქტობრივად ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია. იმიტომ, რომ მოსამართლეები არ არიან. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პარლამენტს, მიიღოს მხედველობაში ეს ვითარება და ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე სერიოზულად იმსჯელოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics