16:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 17:47:26, 582 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი მოსამართლეთა დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს

„მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ  ამ გადაწყვეტილებას,  მოსამართლეთა დამტკიცებაზე,   სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი მიიღებს“,-ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თუ საჭირო გახდება  ის მზად არის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას მხარი დაუჭიროს.

 „ჩვენ ვართ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი  სექტემბერში  შეკრებას აპირებს.   თუ სექტემბერამდე იქნება საჭირო  მე მზად ვარ  მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას. დარწმუნებული ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი მოეკიდება  შესაბამისი ინტერესით და ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს იქნება მიღებული.  ასე, რომ ხელახლა წარმოგიდგენთ ორ კანდიდატურას, მესამე კანდიდატურა კი გადმოდის პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში სამუშაოდ.  კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა მადლობა ვუთხრა სამივე ქალბატონს  მათი ძალიან მაღალი იურიდიული კვალიფიკაციისთვის, მათი იმ მოწოდებისთვის, რომელიც რამდენიმე თვიანი გაურკვევლობის პროცესი მათ  ძალიან მტკიცედ გაიარეს.   დარწმუნებული ვარ  ქართული სასამართლო სისტემა სწორედ  მათი მეშვეობით გაძლიერდება. მიმდინარეობს კონსულტაციები თუ ვინ დავასახელოდ მესამე კანდიდატად“,-განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics