15:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 22:51:53, 511 ნახვა

პოლიტიკა
სტანისლავ კარჩევსკი: საქართველოს ადგილი ევროპის დიდ ოჯახშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირსა და ზოგადად ევროპის სივრცეში შექმნილ ვითარებას და იმ გამოწვევებს დაუთმეს, რომლის წინაშეც დასავლეთი ბრიტანეთში ჩატარებულო რეფერენდუმის შედეგად დადგა.

უწყების ინფორმაციითვე, პოლონურ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე ცალსახად აღინიშნა, რომ ევროპა დღეს საჭიროებს მყისიერ კონცენტრაციას ევროპის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემდგომი რეფორმირების მიმართულებით, ამ გზაზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების ძიება. 

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ხაზი გაუსვა პოლონეთის შემდგომ მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ბრექსიტის შედეგების მიუხედავად ევრო-ატლანტიკური სივრცე განაგრძობს განვითარებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ წევრი ქვეყნების, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც.

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ასევე, ორმხრივი ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იმ სიტუაციასა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ევროპა ბრექსითის შემდეგ იმყოფება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის დიდ ოჯახშია. პოლონეთი უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს ამ მისწრაფებებს“,- განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ. 

საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას კვლავაც გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ორი მიმართულებით - საქართველოს დემოკრატიზაციის, მისი რეფორმირების და რეგიონში წარმატებული მაგალითის შექმნის გზით, ასევე საქართველოს პირდაპირი სამხედრო კონტრიბუციით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში. 

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს. აღინიშნა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმაპოლონურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებული თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ ტრადიციას და დინამიკას. საუბარი შეეხო საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო პროცესის დემოკრატიული სტანდარტებით უზრუნველყოფისთვის. მან პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის დელეგაცია არჩევნების პროცესზე დამკვირვებლებად მოიწვია. პოლონეთის სენატის მარშალის განცხადებით, სენატი დააკვირდება საქართველოში არჩვენების მიმდინარეობას. 

"ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. პოლონურმა მხარემთავისი ძლიერი სურვილი გამოთქვა, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარენტული და დემოკრატიული. პოლონეთი, თავის მხრივ, სენატის სახელით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებს“, - განაცხადა სტანისლავ კარჩოვსკომ. 

მიხეილ ჯანელიძემ პოლონურ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics