00:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 23:09:06, 628 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე: მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს

"მე შევასრულე დღეს ის დაპირება და მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, მისი ეს გადაწყვეტილება ახალი არავისთვის არ ყოფილა, რადგან საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული, სადაც ცალსახად შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში გაწვევა აღარ იქნება.

„არავისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. გადაწყვეტილება, რომელიც მე დღეს გავახმოვანე ეს არ არის ახალი ამბავი არავისთვის. ერთი წლის განმავლობაში ყველა ოფიციალურ ფორმატში, სადაც მე ვყოფილვარ ამაზე ვსაუბრობდი. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო საკომიტეტო მოსმენა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, სადაც მე ეს პოზიცია ცალსახად გამოვხატე. რატომ იყო ასეთი პოზიცია არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ეს არჩევნებს დავუკავშირო. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი სინამდვილეში. გადაწყვეტილება, რომელიც მე გავახმოვანე რამდენიმე ძალიან კონკრეტული ამბავი უდევს საფუძვლად. პირველი საქართველოს აქვს სტრატეგიული დოკუმენტები მიღებული და ამ დოკუმენტში ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა. ეს არის გადაწყვეტილება, დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, მთავრობასთან არათუ შეთანხმებულია ეს საკითხი, არამედ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის ეს საკითხი დადასტურებული" - განაცხადა ხიდაშელმა. 

მინისტრის განცხადებით, "ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო გაწვევა და შესაბამისად, როდესაც გვაქვს ვალდებულება, რომ 2017 წლიდან აღარ იქნება ჯარში გაწვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოდგომო გაწვევას თუ ისევ განვახორციელებთ, ჩვენ პირობას ვარღვევთ და ეს არის არასწორი".

"მთავარი საკითხი ჩემთვის არის, ის რატომ დღეს და არა ვთქვათ, ორი თვის წინ ან ორი თვის შემდეგ, დღეს ბატონმა სესიაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ სამი დღის წინ დასრულდა საგაზაფხულო გაწვევა. თავდაცვის სამინისტრომ გაიწვია კონტიგენტი და ახლა არასწორია ამის მიღებაო. ერთადერთი ამ წინადადებაში არასწორი ის არის, რომ სწორედ ახლა იყო მომენტი. მე რომ ერთი თვის წინ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა უსინდისო, არასწორი უსამართლო ნაბიჯი ჩემი მხრიდან, პოლიტიკური ტრიუკი იმიტომ, რომ დიახ, ჩვენ საგაზაფხულო გაწვევის დროს ახალგაზრდები კიდევ მორიგ ჯერზე გავიწვიეთ ჯარში – შეიარაღებულ ძალებში.

ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო გაწვევა და შესაბამისად, როდესაც გვაქვს ვალდებულება, რომ 2017 წლიდან აღარ იქნება ჯარში გაწვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოდგომო გაწვევას თუ ისევ განვახორციელებთ, ჩვენ პირობას ვარღვევთ და ეს არის არასწორი. მე თავდაცვის მინისტრი ვარ ამ ქვეყანაში და ვალდებული ვარ ვიყო ადეკვატური იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ჩემი ხელისუფლების პირობებში არის მიღებული.

მე შევასრულე დღეს ის დაპირება და მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ დაპირების ფარგლებში გამოვაცხადე.

პარლამენტში ინიციატივა იყო წარდგენილი გაწვევის საერთოდ გაუქმების შესახებ. შესაბამისად, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა ამ თემაზე მიღებული, მე რომ გამოვვარდნილიყავი მარტში და მეთქვა ნუ აუქმებ, ბუნებრივად ექნებოდათ ჩემს მიმართ პრეტენზია, რომ მე პოპულიზმით ვიყავი დაკავებული. მე ამ პროცესის ლოგიკურად დასრულებას დაველოდე და როდესაც პარლამენტმა დაასრულა თავის საქმიანობა ისე, რომ ეს საკითხი დარჩა ისევ გადაუწყვეტელი, ამიტომ, სწორედ იმ უწყებაში, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული და კონკრეტული ვალდებულებით არის შებოჭილი, მე ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

მე ველოდებოდი პარლამენტში პროცესის დასრულებას და რაც მთავარია, ველოდებოდი საგაზაფხულო გაწვევის დასრულებას“, -განაცხადა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics