14:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 23:27:07, 958 ნახვა

სამართალი
მარგველაშვილი: სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?!

"ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?!" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ არსებობს კითხვები, მისთვის ზურგის შექცევა დაუშვებელია. 

”არსებობს კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ რა არის პასუხი ამ კითხვებზე?! ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?! თუ არსებობს სასამართლოსთან მიმართებაში კითხვები, პოლიტიკოსებმა უნდა შევეცადოთ და სისტემის რეფორმირებით, უკეთესი მოსამართლეების მეშვეობით ეს სისტემა გავაჯანსაღოთ. სასამართლოზე ზურგის შექცევა სახელმწიფოებრიობაზე ზურგის შექცევას ნიშნავს. ბუნებრივია, მე ყველა მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განვიხილავ, მაგრამ კონტექსტი უნდა დავინახოთ. მე ნათლად ვთქვი, რომ ამ საქმემ უნდა გაიაროს ყველა ინსტანციის სასამართლო და მერე შიეძლება შეწყალებაზე მსჯელობა”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics