16:20 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 10:22:45, 479 ნახვა

საზოგადოება
შსს დევდორაკის ხეობაში მოძრაობის აკრძალვის გამო, რუსეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს ალტერნატიულ მარშრუტს სთავაზობს

მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საყურადღებოდ აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ გზის ალტერნატიული მარშრუტით: ქვემო ქართლიდან წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, ქვემო ქართლიდან ვახტანგისის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით და კახეთის რაიონიდან ლაგოდეხი - ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტით.

“წითელი ხიდისა და ლაგოდეხი - ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით ნებადართულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ხოლო ვახტანგისის გამშვები პუნქტიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით.

სამივე შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილების მსურველები ჩავლენ ბაქოში და დანიშნულების ადგილზე მახაჩქალის გავლით მოხვდებიან”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით უზრუნველყვეს. 60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები სამართალდამცველებმა მიაცილეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics