17:13 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 11:48:16, 980 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ

ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან ასოცირების ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის თავზე შედგა. ასოციაციასთან მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე ვადებში,  წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამით ქართულ ბიზნესს ეხსნება 14 მილიონიანი ბაზარი. მისი თქმით, მთლიანი ერთობლივი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეს ოთხი ქვეყანა აგენერირებს, 850 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა მიმართულებას ფარავს, ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი მომსახურება და პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთელს სამთავრობო გუნდს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. მისი განცხადებით, მოლაპარაკება დაგეგმილზე სწრაფად დასრულდა და აღნიშნულმა პროცესმა მხოლოდ 6 თვე შეადგინა.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) შედის ევროპის ოთხი სახელმწიფო: შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანასთა სამინისტრო - ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics