14:07 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 12:19:57, 517 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მიიჩნევს, რომ სავალდებულო გაწვევის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს

ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს უერთდება.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში უნდა იყოს განხილული.

„არის გარკვეული თემები, რომლებზეც მინისტრებმა შეიძლება ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილებები, თუმცა არის თემები, მაგალითად ისეთი თემა, რაც ჯარში სავალდებულო გაწვევას ეხება, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს. გუშინ პრემიერმა და პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები და მე ვუერთდები მათ. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ მოაწერა.

"უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ  თავს, არ უნდა  შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს,  ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.  ეს არ გამოვიდა, თუმცა  ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და  ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ  ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, მამა-პაპურად იგინებით
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics