12:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 12:45:54, 591 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა ხარვეზების გამო გიორგი ვაშაძის პარტიას რეგისტრაცია შეუჩერა

გიორგი ვაშაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, განაცხადში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადით შეჩერებულია.  

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/მონაცემების გარდა, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის  „განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება“.

გიორგიმ ვაშაძემ საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო განაცხადით 2016 წლის 8 ივნისს მიმართა. პარტიის რეგისტრაციის ვადა 2016 წლის  8 ივლისს იწურებოდა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სარეგისტრაციო განაცხადს დანართის სახით თან ერთვოდა პარტიის არანაკლებ 1000 წევრის - 1830 წევრის მონაცემები. ამასთან, აღნიშნული საერთო სიის გარდა, წარმოდგენილი იყო პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია, რომელიც 357 პირის მონაცემებს შეიცავდა.

მოქმედი კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, წარდგენილი ყველა დოკუმენტის სისწორეს, მათ შორის პარტიის წევრთა სიას, ამოწმებს. სააგენტოს მიერ აღნიშნული სიის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ წევრთა საერთო სიაში შეყვანილია არა 1830, არამედ 1827 პირის მონაცემი, ხოლო მეორე, პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია ორგანული კანონით განსაზღვრულ მონაცემებს სრულად არ შეიცავს.

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ორივე სია ერთმანეთს შედარდა, რის შედეგადაც გამოირიცხნენ ის პირები, რომლებიც ერთდროულად ორივე სიაში ფიგურირებდნენ. საბოლოოდ, საერთო ჯამში პირთა მონაცემების რაოდენობამ 1848 შეადგინა.

აღნიშნული 1848 მონაცემი, რომელიც ხელით შევსებული და ხშირ შემთხვევაში რთულად გასარკვევი იყო, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით სრულად გადამოწმდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 1848 მონაცემიდან სრულყოფილია 636 მონაცემი, 1212 მონაცემი კი ხარვეზიანია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი პირის მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ხარვეზი აქვს. კერძოდ, ცალკეული რეკვიზიტები - ხელმოწერა, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართი არასრულყოფილად - ზოგ შემთხვევაში შეცდომით, ან საერთოდ არ არის მითითებული. სხვა შემთხვევებში კი მონაცემებში  შეტანილია გაუქმებული პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, დუბლირებულია მონაცემები. სიაში ასევე შეყვანილია 1 გარდაცვლილი პირი, ასევე 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი, რითაც დარღვეულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ  საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. ამასთან, სიის დიდი ნაწილი შეიცავს პირადობის მოწმობების არასრულ  მონაცემებს: რიგ შემთხვევაში არასწორად  იყო მითითებული მოწმობის ნომერი. მოქმედი კანონის თანახმად, სიის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს სრული ინფორმაცია პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, წარმოდგენილი სიები ორგანული კანონით განსაზღვრულ პარტიის წევრთა მინიმალურ ოდენობაზე - 1000 წევრზე ნაკლებს შეადგენს. 1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია.

აღნიშნული ხარვეზის შესახებ პოლიტიკურ გაერთიანებას წერილობით ეცნობა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ათდღიანი ვადა. განმცხადებლის მიერ სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაცხადის განხილვის ყველა ეტაპზე მოქმედებს და გააგრძელებს მოქმედებას კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics